„ბიბისის“ ცნობით, ბრექსიტის საკითხზე ევროკავშირთან შეთანხმება შეუძლებელია
„ბიბისის“ ცნობით, ბრექსიტის საკითხზე ევროკავშირთან შეთანხმება შეუძლებელია

„ბიბისის“ ცნობით, ბრექსიტის საკითხზე ევროკავშირთან შეთანხმება შეუძლებელია. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ე.წ. თანმიმდევრული ბრექსიტის შესახებ ახალი შეთავაზება გერმანიის კანცლერს გააცნო. როგორც ცნობილი ხდება, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის წინადადება არ მიიღო.

მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა მოუწოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბრექსიტთან დაკავშირებით „სულელური თამაშები“ შეწყვიტოს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მოქმედი გეგმის მიხედვით, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს.