„ბიბისი“ - თალიბებმა პანჯშირში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს
„ბიბისი“ - თალიბებმა პანჯშირში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს

„ბიბისის“ ინფორმაციით, თალიბებმა პანჯშირში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს. მედიის ცნობით, აქვთ დამადასტურებელი მასალა, რომ თალიბებმა პანჯშირში სულ მცირე 20 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, სადაც ისლამისტურ დაჯგუფებასა და წინააღმდეგობის ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა.

გარდა ამისა, „ბიბისის“ ცნობით, ადგილობრივმა წყარომ მათ შეატყობინა, რომ ერთ-ერთი მოკლული ადგილობრივი მაღაზიის მფლობელი იყო. ის აცხადებდა, რომ არსად გაიქცეოდა, თუმცა თალიბებმა მაინც დააპატიმრეს. რამდენიმე დღეში კი, მისი ცხედარი სახლთან დააგდეს, რომელსაც, თვითმხილველთა ინფორმაციით, წამების კვალი აღენიშნებოდა.

მედიასაშუალების ინფორმაციით, „თალიბანის“ წარმომადგენლები უარყოფენ მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობის და მკვლელობის ფაქტებს, თუმცა ცოტა ხნის წინ ეთნიკური ჰაზარელების დახოცვა და პოლიციელი ქალის მკვლელობა „თალიბანის“ დაპირებების საწინააღმდეგო სურათს აჩვენებს.

პანჯშირი ერთადერთი პროვინცია იყო, რომელიც თალიბებს წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა დაახლოებით ერთი კვირის წინ ისლამისტურმა დაჯგუფებამ აღნიშნულ რეგიონზე კონტროლის დამყარების შესახებ განაცხადა.