„ბიბისი“ - სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა უფლებამოსილების ნაწილი უმცროს დას გადასცა
„ბიბისი“ - სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა უფლებამოსილების ნაწილი უმცროს დას გადასცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა უფლებამოსილების ნაწილი უმცროს დას გადასცა. ინფორმაციას „ბიბისი“ სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სამხრეთ კორეის დაზვერვის თანამშრომლები აცხადებენ, კიმ ჩენ ინი კვლავ ერთპიროვნულად მართვას ჩრდილოეთ კორეას, თუმცა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილზე პასუხისმგებლობა მის დას, კიმ იო ჯონგს დაეკისრა, რაც, მათი აზრით, ჩრდილოკორეელი ლიდერის სტრესს შეამცირებს.

კერძოდ, დაზვერვის სამსახურში მიჩნევენ, რომ კიმ ჩენ ინის უმცროს დას ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის ურთიერთობების საკითხები დაევალება. „ის ფაქტობრივად ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაში მეორე ყველაზე გავლენიანი პირია“, – აცხადებენ სამხრეთ კორეის დაზვერვაში.

შესაბამისი ინფორმაცია დაზვერვის თანამშრომლებმა პარლამენტარებს მიაწოდეს, რომლებმაც შემდეგ ეს ცნობები ჟურნალისტებს გააცნეს.

კიმ იო ჯონგი მედიის წინაშე პირველად 2018 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სამხრეთ კორეას ეწვია. ის სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის მიერ ზამთრის ოლიმპიადაზე გაგზავნილი ერთობლივი დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა.

კიმ ჩენ ინის და ასევე ესწრებოდა მისი ძმის შეხვედრებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ჩინეთის მეთაურ სი ძინპინთან და სამხრეთ კორეის ლიდერ მუნ ჯე ინთან.