„ბიბისი“ - საფრანგეთში აპრილში სამსახური დაახლოებით 850 000-მა ადამიანმა დაკარგა
„ბიბისი“ - საფრანგეთში აპრილში სამსახური დაახლოებით 850 000-მა ადამიანმა დაკარგა

საფრანგეთში აპრილში სამსახური დაახლოებით 850 000-მა ადამიანმა დაკარგა. შესაბამის მონაცემებს „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც საფრანგეთის მთავრობის დასაქმების სააგენტოში აცხადებენ, უმუშევრობის დონე ქვეყანაში 1996 წლიდან ყველაზე მაღალია.

საფრანგეთში უსამსახუროდ მყოფი ადამიანების საერთო რაოდენობა 4,5 მილიონს შეადგენს.

აპრილის თვეში საფრანგეთში კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი კარანტინის ზომები მოქმედებდა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, საფრანგეთში გამოვლენილია ახალი ტიპის კორონავირუსის სულ 183 038 შემთხვევა. გარდაცვლილია 28 599 ადამიანი.