„ბიბისი“ - ჰონგ კონგელმა მეცნიერებმა პირველად შეძლეს კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების შემთხვევის გამოვლენა
„ბიბისი“ - ჰონგ კონგელმა მეცნიერებმა პირველად შეძლეს კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების შემთხვევის გამოვლენა

ჰონგ კონგელმა მეცნიერებმა პირველად შეძლეს „კოვიდ-19“-ით ხელახლა ინფიცირების შემთხვევის გამოვლენა. მათი ცნობით, 33 წლის მამაკაცი კორონავირუსით პირველად 4,5 თვის წინ დაინფიცირდა, ახლა კი ვირუსი მეორედ დაუდასტურდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „კოვიდ-19“-ით ადამიანი მეორედ დაავადდა. მეცნიერების ცნობით, კორონავირსის ინფექცია მამაკაცს ხელმეორედ მას შემდეგ დაუდასტურდა, რაც ის ესპანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

როგორც ჰონგ კონგელი მეცნიერები აცხადებენ, კორონავირუსის გენომს ორი განსხვავებული შტამი აქვს. მეორე შტამი იმის მსგავსია, რომელიც მარტი-ივლისის პერიოდში ევროპაში იყო გავრცელებული.

პირველი ინფიცირების დროს მამაკაცს მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, ხოლო მეორედ დაავადების დროს საერთოდ არაფერი აწუხებდა.

როგორც მეცნიერები აცხადებენ, ჰონგ კონგელი მეცნიერების კვლევის შედეგები შემაშფოთებელია, რადგან აღმოჩნდა, რომ კორონავირუსის იმუნიტეტი შეიძლება, სულ რამდენიმე თვე შენარჩუნდეს.

დატოვე კომენტარი