„ბიბისი“ - ავსტრალიელი წყვილი გადასახადებს არ იხდიდა და ამტკიცებდა, რომ ეს „ღვთის ნებას ეწინააღმდეგება“
„ბიბისი“ - ავსტრალიელი წყვილი გადასახადებს არ იხდიდა და ამტკიცებდა, რომ ეს „ღვთის ნებას ეწინააღმდეგება“

ავსტრალიაში ქრისტიანი მორწმუნეები ორ მილიონზე მეტი ავსტრალიური დოლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. საქმე ეხება ერთ-ერთ ოჯახს, რომლის წევრებიც ამტკიცებდნენ, რომ „გადასახადების გადახდა ღმერთის ნებას ეწინააღმდეგება“. სწორედ ამ მიზეზით კორნელის ბირპუტი და მისი მეუღლე ანნა საშემოსავლო გადასახადს 2011 წლიდან არ იხდიდნენ. 2017 წელს სასამართლომ წყვილს კუთვნილი ფერმა ჩამოართვა, რადგან მათ იჯარის გადასახადი არ დაფარეს.

წყვილმა უზენაეს სასამართლოს მიმართა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ „ღმერთის ნება უზენაესია, ხოლო გადასახადების დაწესებით სახელმწიფო ღვთის ნებას აკნინებს“.

სასამართლომ ქრისტიანი წყვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ განაცხადა, „მას არ ეპარება ეჭვი წყვილის რწმენისადმი ერთგულებაში, თუმცა ბიბლიაში მათ სასარგებლოდ არც ერთი არგუმენტი არ მოიპოვება“.

შედეგად, ბირპუტების ოჯახს საერთო ჯამში ორ მილიონზე მეტი ავსტრალიური დოლარის ჯარიმა დაეკისრა.