ბიატლონში ახალი სკანდალი აგორდა
ბიატლონში ახალი სკანდალი აგორდა

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ბიატლონის საერთაშორისო კავშირის (IBU) პრეზიდენტი ანდერს ბესებერგი მორიგ სკანდალშია გახვეული.

არსებობს ეჭვი, რომ რუსეთის დელეგაციამ საერთაშორისო ბიატლონის მთავარი ორგანიზაციის ხელმძღვანელს მსუბუქი ყოფაქცევის ქალების საფასური გადაუხადა, სანაცვლოდ კი მიიღო დახმარება ქალაქ ტიუმენის მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძლად არჩევაში.

შეგახსენებთ, რომ ბესებერგი დროებით ჩამოშორებულია ბიატლონის საერთაშორისო კავშირის მმართველობას. ამის მიზეზია გამოძიება დოპინგ-სინჯების დამალვის საქმეზე. კერძოდ, რამდენიმე კვირის წინ, ფრანგულმა გაზეთმა Le Monde-მა დაწერა, რომ ბესებერგმა დამალა რუსი სპორტსმენების 65 დადებით დოპინგ-სინჯი. ამ საქმეს ავსტრიის პოლიცია იძიებს, ხოლო მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგორი როდჩენკოვი ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობს.

Le Monde-მა ისიც დაწერა, რომ IBU-ს წევრებმა რუსული მხარისგან ქრთამი აიღეს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე ტიუმენის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ.