ბიატლონი - მსოფლიო თასის მერვე ეტაპი სოლტ-ლეიკ-სიტიში გაიმართება
ბიატლონი - მსოფლიო თასის მერვე ეტაპი სოლტ-ლეიკ-სიტიში გაიმართება

ბიატლონში მსოფლიო თასის მერვე ეტაპი ამერიკულ სოლტ-ლეიკ-სიტიში, სტარტს 14 თებერვლიდან აიღებს. რბოლების განრიგი ასეთია: 14 თებერვალი – სპრინტი ქალებში 7.5კმ. 15 თებერვალი – სპრინტი კაცებში 10კმ. 16 თებერვალი – რბოლა გამოდევნებით ქალებში 10კმ. 17 თებერვალი – რბოლა გამოდევნებით კაცებში 12.5კმ. 17 თებერვალი – შერეული ესტაფეტა(მამაკაცი-ქალი). 18 თებერვალი – შერეულ წყვილებში ესტაფეტა 2X6+2X7.5კმ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასს საერთო ჩათვლაში კაცებში, ნორვეგიელი იოჰანეს ბო 896 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს, ქალებში კი პირველ ადგილზე იტალიელი დოროტეა ვირერია. მის ანგარიშზე 651 ქულაა და თანამემამულე ლიზა ვიტოცის მხოლოდ ერთი ქულით უგებს.