ბიატლონი: ბელარუსის მეორე ოქრო (ვიდეო)

დასრულდა შეჯიბრი ბიატლონში ქალთა შორის, რომლის გამარჯვებული ბელარუსული ოთხეული გახდა. ნადჟდა სკარდინომ, ირინა კრიუკომ, დინარა ალიმბეკოვამ და დარია დომრაჩევამ დისტანცია ყველაზე სწრაფად გაიარეს და 10.7 წამით აჯობეს მეორე ადგილზე გასულ შვედეთს. ბრინჯაო წილად ფრანგებს ხვდათ.

ბელარუსის ოლიმპიური დელეგაციისთვის ეს მეორე ოქროა, საერთო ჩათვლაში კი მათ სამი მედალი აქვთ.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე