ბიატლონი | ანტერსელვაში ესტაფეტა მამაკაცებში საფრანგეთის ნაკრებმა, ქალებში კი რუსეთმა მოიგო
ბიატლონი | ანტერსელვაში ესტაფეტა მამაკაცებში საფრანგეთის ნაკრებმა, ქალებში კი რუსეთმა მოიგო

იტალიის ქალაქ ანტერსელვაში, მსოფლიო თასის მეშვიდე ეტაპის დასკვნით დღეს ესტაფეტა ქალებში 4X6 კმ-ზე გაიმართა, რომელიც რუსეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე გერმანიის ეროვნული გუნდი გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი საფრანგეთმა მოიპოვა.

ქალების რბოლამდე ცოტა ხნით ადრე მსოფლიო თასზე მამაკაცების ესტაფეტა 4X7.5 კმ-ზე გაიმართა. რბოლა ძალიან დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ, საფრანგეთის ეროვნული გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ვერცხლის მედლის მფლობელები ნორვეგიელები გახდნენ, მესამე ადგილზე კი რუსეთის ნაკრები გავიდა.

მსოფლიო თასის შვიდი ეტაპის შემდეგ, საერთო ჩათვლას მამაკაცებში 709 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 625 ქულით ასევე ნორვეგიელი მარტა როისელანდი იკავებს.