ბიანკმა ანდრეესკუმ ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო და ნახევარფინალში გავიდა
ბიანკმა ანდრეესკუმ ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო და ნახევარფინალში გავიდა

აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე მეორე ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა. საუკეთესო ოთხეულში შეაღწია 19 წლის თინეიჯერმა ბიანკა ანდრეესკუმ. კანადელმა სამ სეტში შეძლო გამარჯვება – 3:6, 6:2, 6:3.

ანდრეესკუმ 16-დან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მისმა მეტოქემ – ექვსიდან ორი. კანადელისთვის ეს იყო ზედიზედ მე-11 მოგებული შეხვედრა – ამერიკის ღიამდე მან ტორონტოს უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე გაიმარჯვა.

19 წლის ანდრეესკუ, რომელიც აშშ-ის ღიას დებიუტანტია, პირველი თინეიჯერი გახდა 2009 წლის შემდეგ, ვინც ამ ტურნირის ნახევარფინალამდე მიაღწია. ბოლოს ეს 10 წლის წინ დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ მოახერხა.

ანდრეესკუ ნახევარფინალში შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩს შეხვდება, რომელმაც ხორვატ დონა ვეკიჩს ორ სეტში მოუგო – 7:6(5), 6:3. აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში ვეკიჩი პარტიაზე აწვდიდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს მეორე ნახევარფინალური წყვილი დააკომპლექტეს რუსმა დანიილ მედვედევმა და ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა.