„ბი ემ დაბლიუ ქლაბ ჯორჯია“ (BMW Club Georgia) ორგანიზებით თბილისი, 9 ივნისს მასპინძლობს წლის ყველაზე დიდ საავტომობილო და საერთაშორისო ივენთს – „ბი ემ დაბლიუ ფესტ 2019“ (BMW Fest 2019).
სპეციალურად ამ დღისთვის „ბი ემ დაბლიუს“-ს კოლონებით ჩამოდიან მთელი საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან. 17 საათზე მოხდება „ბი ემ დაბლიუს“-ს რეკორდული კოლონით მსვლელობა თბილისის ცენტრალურ გამზირებზე, რომელიც ფიქსირდება მსოფლიო რეკორდად – ქალაქში ყველაზე მეტი ერთი ბრენდის ავტომობილის გავლის. ღონისძიება სტარტს აგრარული უნივერსიტეტიდან აიღებს.
შარშან დაფიქსირდა მსოფლიო რეკორდი 830+ „ბი ემ დაბლიუს“-თი,სადაც 100-ზე მეტი სტუმარი იყო ჩამოსული. წელს კი წინასწარი ინფორმაციით სხვადასხვა ქვეყნიდან 200-მდე სტუმარი ავტომობილი ჩამოდის. ლილო მოლის ტერიტორიაზე ფესტივალის ფარგლებში ასევე ეწყობა საქართველოს დრიფტის სერიები, სადაც მონაწილეობას იღებს 30-მდე პროფესიონალი თუ მოყვარული დრიფტერი. დრიფტი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და სანახაობრივი სპორტი, რაც ჩვენს ახალგაზრდობას საოცრად იზიდავს. ღონისძიების მთავარი მიზანია, რომ ახალგაზრდობა უსაფრთხოდ გაერთოს და ადრენალინი დახარჯოს ჩვენს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე და არა თბილისის ქუჩებში, რაც სამწუხაროდ ხშირად ფატალურად მთავრდება.საღამოს ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება წლის საუკეთესო „ბი ემ დაბლიუს“-ს კონკურსი, წლის საუკეთესო ხელოსნების კონკურსი და უამრავი მხიარული თამაში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ავტო-მოტო გუნდები და დამსწრე საზოგადოება.