„ბი-ბი-სის“ ცნობით, გატუზო „ტოტენჰემის“ მწვრთნელად არ დაინიშნება #1TVSPORT
„ბი-ბი-სის“ ცნობით, გატუზო „ტოტენჰემის“ მწვრთნელად არ დაინიშნება #1TVSPORT

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაპოლის“ ყოფილი დამრიგებელი ჯენარო გატუზო „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნებოდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება ჩაიშალა და გატუზო ინგლისურ კლუბს სათავეში აღარ ჩაუდგება. 

მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზად „ტოტენჰემის“ გულშემატკივრების რეაქცია სახელდება, რომლებმაც 43 წლის იტალიელი სპეცალისტის მწვრთნელად დანიშვნის პერსპექტივა გააპროტესტეს და კლუბის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, რომ მათთვის ანგარიში გაეწია.

შეგახსენებთ, რომ გატუზოსთვის ეს მეორე ჩაშლილი მოლაპარაკებაა. იტალიელმა მწვრთნელმა „ფიორენტინასთან“ დადებული კონტრაქტი სამი კვირის შემდეგ გაწყვიტა.