ბეტისთან მატჩის შემდეგ, ბარსელონას ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი მოხდა
ბეტისთან მატჩის შემდეგ, ბარსელონას ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი მოხდა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე სენსაციურად წააგო „ბეტისთან“ (3:4).

ეს მარცხი ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა კატალონური კლუბის ფეხბურთელებისთვის. ორმა მათგანმა ნერვები ვერ მოთოკა და საფინალო სასტვენის შემდეგ ურთიერთობის გარკვევა დაიწყო. სიტყვიერი დაპირისპირება ჟერარ პიკესა და ლუის სუარესს შორის შედგა.

ურუგვაელმა პიკეს დაცვაში შეცდომებისთვის უსაყვედურა, მცველმა კი სუარესს უპასუხა, რომ არ აპირებს არაფრისთვის ბოდიშის მოხდას. რომ არა პარტნიორები, რომლებმაც დაამშვიდეს მოთამაშეები, შესაძლოა, საქმე ჩხუბამდე მისულიყო, – წერს გაზეთი Marca.