„ბეტისმა“ ანტონის ტრანსფერზე უარი განაცხადა #1TVSPORT
„ბეტისმა“ ანტონის ტრანსფერზე უარი განაცხადა #1TVSPORT

„ბეტისმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბმა უარი თქვა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის, ანტონის გაფორმებაზე.

„შეთანხმება ანტონისთან არ არის, და ჩვენ უკან გამოვითხოვეთ წინადადება. ჩვენ არ შეგვიძლია ისეთი თანხების დახარჯვა, რაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უნდა გადაუხადოს ფეხბურთელს ტრანსფერის წინ“, – წერია სევილიური კლუბის განცხადებაში.

25 წლის ბრაზილიელი გასულ სეზონში „ბეტისში“ იჯარით თამაშობდა. მან 26 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.