ბესიკ ჩიხრაძე - კორონავირუსის გამო, კლუბებს სახსრებს მოზიდვა გაუჭირდებათ
ბესიკ ჩიხრაძე - კორონავირუსის გამო, კლუბებს სახსრებს მოზიდვა გაუჭირდებათ

ბესიკ ჩიხრაძე ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემიის დამარცხების შემდეგ, ქართულ კლუბებს ფინანსურად გაუჭირდებათ – ამის შესახებ „გაგრას“ პრეზიდენტმა, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრმა და ბიზნესმენმა საქართველოს პირველ არხთან ილაპარაკა.

„ახლა გარკვეული მხოლოდ ერთია – კორონავირუსი ქართულ და მსოფლიო ფეხბურთს ძალიან აზარალებს. პრობლემა მსოფლიოს წამყვან კლუბებს შეექმნა. ცხადია, ეს პრობლემა საქართველოში უფრო მძაფრად იქნება“. – აცხადებს ბესიკ ჩიხრაძე საქართველოს პირველ არხთან.

საფეხბურთო ფუნქციონერისა და ბიზნესმენის თქმით, ეს ყველაფერი მომხდარის ლოგიკური ასახვა იქნება: „ახლა ბიზნესს შემოსავლები შეუმცირდა და არავინ იცის, კლუბები სახსრებს საიდან მოიზიდავენ და ბიუჯეტებს როგორ შეავსებენ. კიდევ უფრო გართულდება იმ გუნდების მდგომარეობა, რომლებსაც მხოლოდ სახელმწიფოს დაფინანსებით ინახავენ“.