„ბეშიქთაშში“ კორონავირუსის რვა შემთხვევა დაფიქსირდა
„ბეშიქთაშში“ კორონავირუსის რვა შემთხვევა დაფიქსირდა

თურქულმა საფეხბურთო კლუბმა „ბეშიქთაშმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა შემადგენლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შესახებ.

განცხადებაში წერია, რომ 13 მაისს, ყველა მოთამაშემ, სამწვრთნელო შტაბის წევრებმა და თანამშრომლებმა კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაიტარეს, რომლის შედეგად, ინფექცია რვა ადამიანს აღმოაჩნდა. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და საჭირო მკურნალობას გადიან.

ბოლო ინფორმაციით, თურქეთის ჩემპიონატი 12 ივნისს განახლდება.

დატოვე კომენტარი