ბეშიქთაშს კარიუსის გაშვება სურს
ბეშიქთაშს კარიუსის გაშვება სურს

ლორის კარიუსის წარუმატებლობა გრძელდება.

გერმანელი მეკარე „ბეშიქთაშსაც“ აღარ სჭირდება. თურქებმა კარიუსი ზაფხულში „ლივერპულიდან“ ორწლიანი იჯარით წაიყვანეს, თუმცა ახლა მზად არიან, 25 წლის გოლკიპერი ინგლისში ნაადრევად დააბრუნონ. მიზეზად „ბეშიქთაშის“ ხელმძღვანელობა იმ არაერთ შეცდომას ასახელებს, რომელიც კარიუსმა სეზონის დაწყების შემდეგ დაუშვა. გამართულ 9 შეხვედრაში გერმანელმა 14 ბურთი გაუშვა და მხოლოდ ერთხელ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

კარიუსის დაბრუნების შემდეგ თურქული კლუბი მერსისაიდელებისგან, ასევე იჯარის სახით, თავდამსხმელის დივოკა ორიგის დამატებას გეგმავს.