„ბეშიქთაშმა“ ოლე გუნარ სულშერი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა #1TVSPORT
„ბეშიქთაშმა“ ოლე გუნარ სულშერი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა #1TVSPORT

სტამბოლის „ბეშიქთაშმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე გუნარ სულშერი დაითხოვა.

ნორვეგიელმა სპეციალისტმა გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც კონფერენს ლიგის პლეი ოფში შვეიცარიულ „ლოზანასთან“ დამარცხდა (პირველი მატჩი 0:1, ჯამში, 1:2). აღსანიშნავია, რომ „ლოზანას“ ღირსებას ქართველი ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა იცავს.

„ბეშიქთაშმა“ ევროპა ლიგაზე დაიწყო სეზონი, თუმცა „შახტართან“ წაგების შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება თურქეთის სუპერლიგას, „ბეშიქთაშმა“ ახალ სეზონში ერთი მატჩი ჩაატარა და მოიგო.