„ბეშიქთაშმა“ მოჰამედ სალაჰს 12 მილიონი შესთავაზა #1TVSPORT

15:05, 17.07.2026

„ლივერპულის“ ყოფილმა ფორვარდმა, მოჰამედ სალაჰმა პირველი შეხვედრა გამართა „ბეშიქთაშთან“, რომელიც სერიოზულად არის დაინტერესებული ეგვიპტელი ფეხბურთელის შეძენით.

თურქული გამოცემის, A Spor-ის ინფორმაციით, შეხვედრამ პოზიტიურად ჩაიარა. „ბეშიქთაშმა“ 34 წლის სალაჰს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ხელფასის ოდენობა იქნება სეზონში 12 მილიონი ევრო.

მოჰამედ სალაჰმა გასული სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა „ლივერპული“.

მსგავსი