ბერნი სანდერსმა, გულზე მოულოდნელი ოპერაციის გამო, საარჩევნო კამპანია შეწყვიტა
ბერნი სანდერსმა, გულზე მოულოდნელი ოპერაციის გამო, საარჩევნო კამპანია შეწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბერნი სანდერსმა, გულზე მოულოდნელი ოპერაციის გამო, საარჩევნო კამპანია შეწყვიტა. სანდერსი წინასაარჩევნო კამპანიას ნევადის შტატში ატარებდა, როდესაც მკერდის არეში ტკივილი იგრძნო.

ვერმონტის შტატის სენატორს ერთ-ერთი არტერიის ბლოკირება დაუდგინდა, რის შემდეგაც ორი სტენტი ჩაუდგეს.

ბერნი სანდერსის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი რამდენიმე დღის განმავლობაში დაისვენებს.

ჯერ უცნობია, მიიღებს თუ არა ბერნი სანდერსი 15 ოქტომბერს დაგეგმილ დემოკრატების კანდიდატების დებატებში მონაწილეობას.

ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ პარტიულ რბოლაში სანდერსს მასაჩუსეტსის შტატის სენატორი ელიზაბეთ უორენი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უსწრებენ.