ბერნი ექლსტოუნმა დოკუმენტურ ფილმში შუმახერის ჯანმრთელობაზე ილაპარაკა
ბერნი ექლსტოუნმა დოკუმენტურ ფილმში შუმახერის ჯანმრთელობაზე ილაპარაკა

„ფორმულა 1“-ის ყოფილმა მფლობელმა ბერნი ექლსტოუნმა მოკლედ ილაპარაკა ლეგენდარული გერმანელი პილოტის, მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

„ჯერჯერობით მიხაელი ჩვენთან არ არის, მაგრამ როცა უკეთ გახდება, ყველა შეკითხვას უპასუხებს“, – თქვა ექლსტოუნმა დოკუმენტურ ფილმში, რომელსაც „შუმახერი“ ჰქვია.

ამ ფილმის თრეილერი ცოტა ხნის წინ გავრცელდა და მასში შევიდა ექლსტოუნის ფრაზა მიხაელის ჯანმრთელობის შესახებ.

„შუმახერის“ პრემიერა 2019 წლის 5 დეკემბერს არის დანიშნული. თავდაპირველად, ფილმი გამოვა გერმანიასა და ავსტრიაში. გადაღებები მიმდინარეობდა შუმახერის მეუღლისა და ოჯახის წევრების სრული მხარდაჭერით. ფილმში ნაჩვენებია მიხაელის ცხოვრება და კარიერა, ასევე დაწვრილებით არის გადმოცემული თხილამურებით დაცემა, რამაც თავის საშინელი ტრავმა გამოიწვია. ინციდენტი 2013 წლის დეკემბერში მოხდა და მას შემდეგ, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ხანგრძლივ რეაბილიტაციას გადის.