ბერნარდუ სილვა ახალი სეზონიდან მადრიდის „რეალში“ ითამაშებს #1TVSPORT
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბერნარდუ სილვას მადრიდის „რეალში“ ტრანსფერი გადაწყვეტილია. ესპანური გრანდი 31 წლის პორტუგალიელთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ფეხბურთელის გუნდში მიყვანა პირადად ჟოზე მოურინიოს ინიციატივაა.
მიუხედავად იმისა, რომ სილვას მიმართ ინტერესს „ბარსელონა“ და „ატლეტიკოც“ იჩენდნენ, „სამეფო კლუბმა“ კონკურენტებს აჯობა და ოპერატიულად იმოქმედა. პორტუგალიელი ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, რადგან მას „მანჩესტერ სიტისთან“ ხელშეკრულების ვადა ამოეწურა.
ცნობისთვის, ბერნარდუ სილვამ პროფესიული კარიერა ლისაბონის „ბენფიკაში“ დაიწყო, რის შემდეგაც „მონაკოში“ გაითქვა სახელი. 2017 წლიდან კი „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა, რომლის მაისურითაც ჩატარებულ 460 მატჩში მეტოქეთა კარი 76-ჯერ აიღო.
სილვამ ექვსჯერ მოიგო პრემიერლიგა, ხოლო 2023 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.