ბერნარდო სილვას „მანჩესტერ სიტის“ დატოვება სურს #1TVSPORT
ბერნარდო სილვას „მანჩესტერ სიტის“ დატოვება სურს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ პორტუგალიელი ნახევარმცველი ბერნარდო სილვა ზაფხულში კლუბის შეცვლას აპირებს, – იტყობინება გამოცემა Mundo Deportivo.

აღნიშნავენ, რომ ნახევარმცველით სერიოზულად არის დაინტერესებული „ბარსელონა“. კატალონელთა მთავარი მწვრთნელი ჩავი ეძებს ნახევარდაცვის გაძლიერების შესაძლებლობას. სილვას პედრისთან დუეტში ბურთის უკეთესი კონტროლისთვის მოიაზრებენ.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ბერნარდო სილვამ 32 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.