ბერნარდო სილვას „ბარსელონაში“ გადასვლა 80 პროცენტით დასრულებულია #1TVSPORT
„ბარსელონამ“ და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ბერნარდო სილვამ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს თანამშრომლობაზე. „სიტის“ კაპიტნის კატალონურ გუნდში გადასვლა 80 პროცენტით დასრულებულია. ამის შესახებ ჟურნალისტმა მიკელ ბლასკესმა სოციალურ ქსელში დაწერა.
წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელი მზად არის, დათანხმდეს ხელფასის 60 პროცენტით შემცირებას.
ბერნარდო სილვას გაფორმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი მიიღებს, რომელიც ღიაა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ ნახევარდაცვის რომელიმე ფეხბურთელი დატოვებს კატალონურ გრანდს. აღნიშნულ პოზიციაზე, სილვას გარდა, სხვა მოთამაშეების გაფორმება არ იგეგმება.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ ბერნარდო სილვა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს „მანჩესტერ სიტის“.