ბერნარდო სილვა ზაფხულში „მანჩესტერ სიტის“ უფასოდ დატოვებს #1TVSPORT

19:24, 03.04.2026

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ბერნარდო სილვამ ზაფხულში ინგლისური კლუბის დატოვება გადაწყვიტა, – ამის შესახებ დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.

წყაროს ცნობით, 31 წლის პორტუგალიელი არ აპირებს „სიტისთან“ კონტრაქტის გაგრძელებას და დატოვებს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით.

აღნიშნავენ, რომ სილვა მალე დაიწყებს სხვა კლუბების შეთავაზებების განხილვას.

ბერნარდო სილვა „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მისი მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში.

მსგავსი