ბერნარდო სილვა ერთ ნაბიჯშია „ბარსელონაში“ გადასვლასთან #1TVSPORT

12:40, 29.05.2026

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ბერნარდო სილვა ახლოს არის „ბარსელონაში“ გადასვლასთან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ცნობილმა ინსაიდერმა ნიკოლო სკირამ.

31 წლის პორტუგალიელის გადასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შედგება. კონტრაქტი ძალაში იქნება 2028 წლის ზაფხულამდე, ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ბერნარდო სილვა დატოვებს „მანჩესტერ სიტის“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ. ხელშეკრულება 30 ივნისამდეა ძალაში.

მსგავსი