ბერნარდესკი დაშავდა და პორტუგალიასთან ვერ ითამაშებს
ბერნარდესკი დაშავდა და პორტუგალიასთან ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევმა, ფედერიკო ბერნარდესკიმ იტალიის ნაკრების ვარჯიშზე დაზიანება მიიღო და შეკრება დატოვა. აღნიშნულის მიზეზი ტრავმაა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ფედერიკოს დაზიანება.

ბერნარდესკის გამოკვლევა ტურინში დაბრუნების შემდეგ ჩაუტარდება. შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 17 ნოემბერს, პორტუგალიის ნაკრებს, ხოლო სამ დღეში აშშ-ს დაუპირისპირდება.