ბერლუსკონის საქმის გარდაცვლილი მოწმის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებები აღმოჩნდა
ბერლუსკონის საქმის გარდაცვლილი მოწმის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებები აღმოჩნდა

როგორც იტალიური მედია იუწყება, იმან ფადილის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერებების, კადმიუმისა და სტიბიუმის დიდი რაოდენობა აღმოჩნდა. ეს განცხადება იტალიურ სააგენტო „ანსასთან“ მილანის პროკურორმა, ფრანჩესკო გრეკომ გააკეთა.

მისი თქმით, სტიბიუმის დონე გარდაცვლილი მოდელის ორგანიზმში ნორმას სამჯერ აღემატებოდა, ხოლო კადმიუმის – 7-ჯერ. სხვა, ყველაზე გავრცელებული შხამები ფადილის ორგანიზმში არ გამოვლინდა.

ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცხედრის გაკვეთის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ – 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ მაროკოელი მოდელი სავარაუდოდ, რადიაქტიული ნივთიერებით მოწამლეს. 34 წლის ქალი პირველ მარტს გარდაიცვალა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ის საავადმყოფოში იმყოფებოდა. ფადილი ერთ-ერთი მოწმე იყო, რომელსაც ჩვენება უნდა მიეცა ბერლუსკონის მიერ არასრულწლოვან მოცეკვავესთან სექსუალური კავშირის დამყარების სანაცვლოდ, ფული გადახდის საქმეზე. თავად იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გარდაცვლილ იმან ფადილს არ იცნობდა.