ბერლუსკონიმ იტალიის ჩემპიონატის განახლების თაობაზე ისაუბრა
ბერლუსკონიმ იტალიის ჩემპიონატის განახლების თაობაზე ისაუბრა

„მილანის” ყოფილმა მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ კორონავირუსის გამო შეჩერებული იტალიის ჩემპიონატის შესაძლო განახლების თაობაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

„მე სპორტული ადამიანი ვარ და ფეხბურთის შესაძლებლობების უგულველყოფას არ ვაპირებ, მაგრამ ახლა მინდა განვაცხადო, რომ სპორტი გადაუდებელი საქმე არ არის,- ციტირებს ბერლუსკონის სიტყვებს Calciomercato. – მე არ ვფიქრობ, რომ ახლა მთავარი საკითხი იტალიის ჩემპიონატის განახლებაა. ჩემი აზრით ამ თემას ზაფხულის შემდეგ უნდა დავუბრუნდეთ“.

შეგახსენებთ, რომ კოვიდ19-ის გამო ყველა საფეხბურთო ასპარეზობები შეჩერებულია. დღევანდელი მონაცემებით, ახალი კორონავირუსით მსოფლიოში 2 645 703 ადამიანია ინფიცირებული.