ბერლინში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ მიგრაციული პოლიტიკისა და პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
ბერლინში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ მიგრაციული პოლიტიკისა და პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.
ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, ბრანდენბურგის კარიბჭესთან დაახლოებით 160 000 ადამიანი შეიკრიბა.
დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ბანერები, წარწერებით „ჩვენ ვართ დამცავი კედელი, არა თანამშრომლობას „ალტერნატივა გერმანიასთან“ და „მერც, წადი შინ!“
მანამდე „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა წარადგინა მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების კანონპროექტი. ინიციატივამ, რომელსაც მხარი დაუჭირა პარტია „ალტერნატივამ გერმანიისთვის“, ბუნდესტაგში საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მიიღო.