ბერლინში ორი წლის წინ ტერაქტის შედეგად დაშავებულები სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ
ბერლინში ორი წლის წინ ტერაქტის შედეგად დაშავებულები სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ

ბერლინის ტერაქტის შედეგად დაშავებულები კომპენსაციის სახით 3,8 მილიონ ევროს მიიღებენ. აღნიშნული თანხა 170-ზე მეტ პირს შორის გადანაწილდება.

ფულად დახმარებას მასშტაბური ტერაქტიდან ორი წლის შემდეგ თავდასხმის შედეგად დაზარალებულები და დაღუპულების ოჯახების წევრები მიიღებენ.

ამასთან ერთად ქვრივებსა და ობლებზე, რომლებმაც ტერაქტის დროს ოჯახის წევრები დაკარგეს, პენსიას მთელი ცხოვრების განმავლობაში გადაუხდიან. თვიური პენსიის ოდენობა 141-დან 736 ევრომდე მერყეობს. ხელისუფლება საკუთარ თავზე იღებს დაზარალებულების ჯანდაცვის სრულ დაფინანსებასაც.

Deutsche Welle-ის ცნობით, ყველაზე დიდი კომპენსაცია ერთ ადამიანზე 275 ათას ევრო შეადგენს. როგორც ცნობილია, ტერაქტის დროს მან ყველაზე მძიმე ტრავმა მიიღო.

ბერლინის საშობაო ბაზრობაზე ტერორისტულ თავდასხმას 2016 წლის 19 დეკემბერს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.