ბერლინში კანცელარიის ჭიშკარს, სადაც ანგელა მერკელის ოფისია განთავსებული, ავტომობილი შეეჯახა
ბერლინში კანცელარიის ჭიშკარს, სადაც ანგელა მერკელის ოფისია განთავსებული, ავტომობილი შეეჯახა

ბერლინში, კანცელარიის შენობის ჭიშკარს, სადაც კანცლერ ანგელა მერკელის ოფისია განთავსებული, ავტომობილი შეეჯახა.

მედიის ცნობით, შემთხვევა სავარაუდოდ გამიზნული ქმედებაა. ავტომობილს გარედან წარწერები აქვს დატანილი, თუმცა მათი შინაარსი, ისევე, როგორც მძღოლის მოტივი, ამ დროისთვის უცნობია.

ანგელა მერკელი დღეს გერმანიის 16-ვე ფედერალური მხარის წარმომადგენელთან კარანტინის შემდგომი ზომების განხილვას გეგმავს. ქვეყანაში ერთთვიანი კარანტინი 2 დეკემბერს იწურება.

დატოვე კომენტარი