ბერლინში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსთან არეულობის შედეგად 60 სამართალდამცველი დაშავდა
ბერლინში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსთან არეულობის შედეგად 60 სამართალდამცველი დაშავდა

ბერლინში არეულობის შედეგად 60 სამართალდამცველი დაშავდა.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსთან მოხდა, სადაც პოლიცია უსაფრთხოების ზომების ინსპექტირების მიზნით იმყოფებოდა.

ადგილზე მისულ პოლიციას კომპლექსის მცხოვრებლებმა სახურავიდან ქვები და სხვადასხვა ნივთები დაუშინეს.

არეულობაში 200-დან 300-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.