ბერლინში, დემონსტრაციებზე დაწესებული შეზღუდვის გამო, პალესტინის მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციამ 100-მდე პირი დააკავა
ბერლინში, დემონსტრაციებზე დაწესებული შეზღუდვის გამო, პალესტინის მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციამ 100-მდე პირი დააკავა

ბერლინში, დემონსტრაციებზე დაწესებული შეზღუდვის გამო, პალესტინის მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციამ 100-მდე პირი დააკავა.

მედიის ცნობით, შეზღუდვის მიუხედავად, დემონსტრაციაზე ბერლინის ცენტრალურ, პოტსდამის მოედანზე 300-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. აქციის სახელწოდება კი „მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში“ იყო.

მთავრობის განცხადებით, დემონსტრაციების შეზღუდვა საზოგადოებრივი არეულობის შესაჩერებლად და ანტისემიტიზმის თავიდან ასაცილებლად დაწესდა.