ბერლინში დააკავეს აქციის მონაწილეები, რომლებმაც კარანტინის პირობები გააპროტესტეს
ბერლინში დააკავეს აქციის მონაწილეები, რომლებმაც კარანტინის პირობები გააპროტესტეს

ბერლინში დააკავეს აქციის მონაწილეები, რომლებიც კარანტინის პირობებში სახლში დარჩენის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

დემონსტრაციაზე, რომელსაც 1 000-მდე ადამიანი დაესწრო, ძირითადად იმყოფებოდნენ ულტრამემარცხენე აქტივისტები, თუმცა იყვნენ ულტრამემარჯვენეებიც.

გერმანიაში საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო რეჟიმის ზომებით 20 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია. გავრცელებული ცნობით, ამის გამო, სამართალდამცველებმა რამდენიმე ათეული პირი დააკავეს.