ბერლინში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ
ბერლინში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ

ბერლინში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

მედიის ცნობით, გერმანიის დედაქალაქში ანტისემიტიზმის, სიძულვილისა და რასიზმის წინააღმდეგ 3 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებს თან ჰქონდათ ბანერები, წარწერით: „აღარასოდეს არის ახლა“.

საპროტესტო მსვლელობას ესწრებოდნენ გერმანიის შრომის მინისტრი ჰუბერტუს ჰეილი და ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბარბელ ბასი.

მედიის ცნობით, ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის დაწყების შემდეგ გერმანიაში ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 300 პროცენტით გაიზარდა.