ბერლინის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

19:20, 21.04.2020

27 აპრილიდან ბერლინის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ბერლინის მერიამ მიიღო.

ამასთან, პირბადეების გამოყენების რეკომენდაცია ასევე მისცეს სავაჭრო ობიექტების თანამშორომლებსა და მომხმარებლებსაც. მანამდე პიბადეების ტარება სავალდებულო გახდა გერმანიის 16 ფედერალური მიწიდან 10-ში.

გერმანიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება 20 აპრილიდან დაიწყო.

მსგავსი