ბერლინის „ჰერტას“ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა
ბერლინის „ჰერტას“ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

პირველ ბუნდესლიგაში მოთამაშე ბერლინის „ჰერტამ“ დაადასტურა, რომ მისი ერთ-ერთი ფეხბურთელი კორონავირუსით არის დაინფიცირებული – მისმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. მოთამაშის გვარი არ გაჟღერებულა, თუმცა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ეს არის განაპირა მცველი მაქსიმილიან მიტელშტადტი.

ბერლინური კლუბის განცხადებაში წერია, რომ ყველა ფეხბურთელი, მწვრთნელი და პერსონალი მოთავსებულია 14-დღიან კარანტინში.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში დადასტურებულია კორონავირუსით დაინფიცირების 7636 შემთხვევა. 20 ადამიანი გარდაიცვალა.