ბერლინის ერთ-ერთ ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელების გამო კარანტინი გამოაცხადეს
ბერლინის ერთ-ერთ ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელების გამო კარანტინი გამოაცხადეს

ბერლინის ერთ-ერთ ჰოსპიტალში კორონავირუსის ბრიტანული შტამის გავრცელების გამო კარანტინი გამოაცხადეს. ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ჰამბოლდტის კლინიკაში 20 პაციენტი და სამედიცინო პერსონალი „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა. მათ ვირუსის ახალი სახეობა დაუდასტურდათ, რომელიც თავდაპირველად ბრიტანეთში გავრცელდა.

როგორც ჰოსპიტლის პრესსპიკერმა განაცხადა, ექიმები შიშობენ, რომ კოვიდინფიცირებულთა რიცხვი კლინიკაში უახლოეს ხანში გაიზრდება.

კარანტინის გამო, საავადმყოფოში ახალი პაციენტების მიღება შეწყდა.

გერმანული მედიის ცნობით, მანამდე „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა ასევე გამოუვლინდათ ბერლინის შარიტეს კლინიკის პაციენტებსაც.