„ბერლინერ ცაიტუნგი“ - კობიაშვილი და თბილისის „დინამო“ გერმანულ ტურნირზე ითამაშებენ
„ბერლინერ ცაიტუნგი“ - კობიაშვილი და თბილისის „დინამო“ გერმანულ ტურნირზე ითამაშებენ
„ბერლინერ ცაიტუნგმა“ ბერლინის „ჰერტას“ ყოფილი მოთამაშე ლევან კობიაშილი გაიხსენა – გერმანული გამოცემის ცნობით, მალე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და თბილისის „დინამო“ ბერლინს ზამთრის ტურნირზე ეწვევიან.
 
„კობიაშვილს „ჰერტას“ გულშემატკივრები მალე ნახავენ. 11-12 იანვარს, ბერლინის „მაქს შმელინგ ჰალი“ „ჰალენ მასტერსის“ ტურნირს უმასპინძლებს, სადაც ქართველიც ითამაშებს. ის ტურნირზე 2016 წელსაც მონაწილეობდა და გულშემატკივრების რჩეულად აღიარეს. ამჯერად, კობიაშილი თბილისის „დინამოში” ითამაშებს, რომელშიც ექვსი ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი იქნება. კობის, როგორც ყოველთვის, სურს ტრადიციულ ტურნირზე გაიმარჯვოს“ – წერს „ბერლინერ ცაიტუნგი“.
გერმანული გამოცემა წერს, რომ წლების წინ “ფრაიბურგის” ლიდერები ქართველები იყვნენ და გულშემატკივრებმა მათ გამო ყველა ფეხბურთელის გვარს ქართულად გამოთქვამდნენ: “ალექსანდრე იაშვილთან, ლევან ცქიტიშვილთან და გერმანელ ტობიას ვილთან (რა დამთხვევაა!) ერთად, კობიაშილმა ბუნდესლიგა მოაჯადოვა. ქართველების მადლიერების ნიშნად, „ფრიაბურგის“ გულშემატკივრები ყველა მოთამაშეს მათი გვარების მსგავსად ნათლავდნენ. მაგალითად, „რიჰარდ გოლც-ვილი“, ან „ანდრეას ზეიერ-ვილი“.