ბერიძის საგოლე გადაცემამ „უიპეშტი“ მარცხისგან ვერ იხსნა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა, მაგრამ „უიპეშტი“ შინ „პაკშთან“ მაინც დამარცხდა – 1:2.
ქართველი თავდამსხმელი „უიპეშტის“ ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, 76 წუთი ითამაშა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისი თანაგუნდელი დავით კობოური განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
უნგრეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, პირველი საგოლე მომენტი ბერიძის ლამაზი და სწრაფი კონტრშეტევის შედეგად შეიქმნა, მაგრამ მისი გადაცემით კრისტოფერ ჰორვატმა ვერ ისარგებლა.
სამაგიეროდ, თავი მისმა მოგვარემ, „პაკშის“ ნახევარმცველმა კევინ ჰორვატმა გამოიჩინა და 38-ე წუთზე, მეკარის შეცდომის შემდეგ ანგარიში გახსნა.
მასპინძლებმა წონასწორობა 43-ე წუთზე აღადგინეს – გიორგი ბერიძემ ბრძოლაში ბურთი შეინარჩუნა, საჯარიმოში ჩააწოდა და ალიოშა მატკომ ეფექტურად გოლი გაიტანა. სამ ტურის შემდეგ ბერიძის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
ილია ბერიაშვილის ბუდაპეშტის მტკ-მ შინ „დიოშგიორი“ მიიღო და 5:0 დაამარცხა – ქართველი მცველი განაცხადში მცირე ტრავმის გამო არ იყო.