ბერიძის მოპოვებული პენალტით ზივზივაძემ ჩემპიონს გაუტანა - დვალი და ხარაიშვილი ჩემპიონები გახდნენ #1TVSPORT
ბერიძის მოპოვებული პენალტით ზივზივაძემ ჩემპიონს გაუტანა - დვალი და ხარაიშვილი ჩემპიონები გახდნენ #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში ისევ გაიტანა, გოლი კი გიორგი ბერიძის შეტევას მოჰყვა. „უიპეშტის“ ქართველმა თავდამსხმელებმა ეს უნგრეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში გათამაშების ლიდერ „ფერენცვაროშთან“ მოახერხეს.

ეს ქართველების გუნდების დაპირისპირება იყო, რომელსაც „ფერენცვაროშმა“ უმასპინძლა. „უიპეშტში“ ორივე ქართველმა ითამაშა (ზივზივაძემ შეუცვლელად, ბერიძე 87-ე წუთზე შეცვალეს), „ფერენცვაროშის“ განაცხადში კი სამწუხაროდ, გიორგი ხარაიშვილი და ლაშა დვალი ვერ ხვდებიან. უნგრეთის ჩემპიონები გახდნენ.

გიორგი ბერიძემ მე-6 წუთზე კარგად ითამაშა და პენალტი მოიპოვა, რომელიც ზივზივაძემ დაარტყა და უნაკლოდ შეასრულა, მაგრამ „უიპეშტმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, საბოლოოდ 1:2 დამარცხდა და ამ სამი ქულით „ფერენცვაროშმა“, მასთან ერთად კი გიორგი ხარაიშვილმა და ლაშა დვალმა ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმეს.

ქართველები შესანიშნავ შედეგს აჩვენებენ – ზივზივაძემუიპეშტში“ ჩატარებულ 10 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა, პლუს 2 გოლი პირველ წრეში „ფეჰერვარში“ მიითვალა, ხოლო გიორგი ბერიძემ 23 მატჩში – 7 გოლი. 29 ტურის შემდეგ „უიპეშტი“ 39 ქულით მე-6 ადგილზე დაქვეითდა და უეფა-ს საგზურის ზონას ჩამორჩა.