ბერიძის გუნდი ზივზივაძის წინააღმდეგ - ათკაციანმა „უიპეშტმა“ „ფეჰერვარი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში ქართველების გუნდების დაპირისპირება შედგა – „უიპეშტმა“ „ფეჰერვარს“ უმასპინძლა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება წარმოუდგენლად რთულ შეხვედრაში მოიპოვა.

ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო – გიორგი ბერიძე „უიპეშტისთერთმეტეულში და 70-ე წუთზე შეცვალეს,, ხოლო ბუდუ ზივზივაძისფეჰერვარში“ გამოჩნდა და მოედანი 61-ე წუთზე დატოვა.

მე-13 წუთზე „უიპეშტი“ კაცნაკლული დარჩა, რადგან გუნდის სერბმა მცველმა, ბრანკო პოულევიჩმა მეტოქე უხეშად მოცელა და მთავარმა არბიტრმა ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ წითელი ბარათი აუფრიალა.

ამის მიუხედავად, პარადოქსია, რომ უფრო მეტი რეალური საგოლე მომენტი „უიპეშტმა“ შექმნა, რომელშიც შეტევებს განსაკუთრებით გიორგი ბერიძე ამწვავებდა. მანამდე თავის გამოჩენა ბუდუ ზივზივაძესაც შეეძლო, რომელმაც ფლანგური გადაცემის შემდეგ კარში დაარტყა და მიზანს ააცილა.

მასპინძლებმა მეორე ტაიმი კარგად დაიწყეს, როდესაც „ფეჰერვარმა“ შტურმის მოწყობა გადაწყვიტა და მთელი გუნდით კაცნაკლული მეტოქის საჯარიმოში გადავიდა და უმწვავესი კონტრშეტევები მიიღო. ბერიძეს ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ არბიტრმა სტუმრები დაინდო.

48-ე წუთზე, გიორგის სახიფათო კონტრშეტევის განვითარება შეეძლო, მაგრამ საჯარიმიოში შეჩერდა, მცველს ვერაფერი მოუხერხა და მომენტი გაანიავა. 49-ე წუთზე მორიგ კონტრშეტევაზე კი მცველს გაექცა, მაგრამ ძალისმიერ ბრძოლაში ადრიან რუსომ ხელით შეაჩერა, თუმცა, არბიტრმა წესის დარღვევაზე თვალები დახუჭა და სტუმართა კარში პენალტი არ დანიშნეს.

კაცნაკლულმა „უიპეშტმა“ მოახერხა და ანგარიში გახსნა – 50-ე წუთზე მორიგი კონტრშეტევა გოლით არონ ჩონგვაიმ დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა . „უიპეშტმა“ ყველას დაუმტკიცა, რომ ჭკვიანური ტაქტიკით, მოგება 10-კაციან გუნდსაც შეუძლია – 1:0.

ამ მნიშვნელოვანი მოგებით „უიპეშტმა“ 7 ქულა დააგროვა, თუმცა ბოლო ადგილზე დარჩა, ხოლო „ფეჰერვარი“ (14) მე-6 პოზიციაზე დაქვეითდა. ლაშა დვალის და გიორგი ხარაიშვილი „ფერენცვაროში“ (18) მეორე ადგილზეა, მაგრამ პირველადგილოსანკიშვარდაზე“ (20) ორით ნაკლები მატჩი ჩაატარა.