ბერიძემ უნგრეთში კიდევ გაიტანა და ბომბარდირთა სამეულს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბერიძემ უნგრეთში კიდევ გაიტანა და ბომბარდირთა სამეულს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების და „უიპეშტის“ თავდამსხმელმა ეს ჩემპიონატის 27-ე ტურის გასვლით შეხვედრაში მაოხერხა.

უიპეშტი“ „ჰონვედს“ ესტუმრა და თამაში ძალაინ კარგად დაიწყო. გიორგი ბერიძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-13 წუთზე კოტდივუარელი გაჯი ტალოს გოლით დაწინაურდა, ხოლო 25-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა საჯარიმოსთან ბურთი მიიღო და სწრაფი კონტრშეტევა გოლით დააგვირგვინა.

მაგრამ შემდეგ, „ჰონვედმა“ 37-ე წუთზე პენალტი გაიტანა და სხვაობა შეამცირა, ხოლო რამდენიმე წამში წონასწორობაც აღადგინა და საბოლოოდ, მატჩი 2:2 დასრულდა.

27 ტურის შემდეგ „უიპეშტი“ 35 ქულით მე-7 ადგილზეა და ევროსაგზურის მოპოვების იმედს ინარჩუნებს. გიორგი ბერიძე კი „უიპეშტში“ ჩატარებულ 19 მატჩში 9 გოლით გუნდის საუკეთესო მეგოლეა, უნგრეთის ჩემპიონატის ბომბარდირებში კი ექვსეულში დაწინაურდა და სამეულთან მხოლოდ ორი გოლი აშორებს.