ბერიძემ უნგრეთის თასზე გაიტანა, ზივზივაძემ კორონავირუსის გამო ვერ ითამაშა #1TVSPORT
ბერიძემ უნგრეთის თასზე გაიტანა, ზივზივაძემ კორონავირუსის გამო ვერ ითამაშა #1TVSPORT

გიორგი ბერიძემ „უიპეშტში“ მორიგი გოლი გაიტანა და მისი გუნდი უნგრეთის თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ბუდაპეშტელები უნგრეთის თასის მოქმედი გამარჯვებულები არიან. „უიპეშტი“ 1/32-ფინალში პირველი ლიგის „ტისაკეჩსკეს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

პირველი ორი გოლი მალის ნაკრების თავდამსხმელმა, აბდულა დიაბიმ (38, 53) გაიტანა, ხოლო მესამედ მასპინძელთა კარი გიორგი ბერიძემ მე-60 წუთზე ეფექტური გოლით აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3 „უიპეშტის“ სასარგებლოდ.

გიორგი ბერიძემ „უიპეშტში“ გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. 13 სექტემბერს თავი „ზალაეგერსეგთან“ უნგრეთის ჩემპიონატში გამოიჩინა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 16 გოლით გიორგი გუნდის ბომბარდირი გახდა და ქართველ ლეგიონერებში გიორგი მიქაუტაძის შემდეგ ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი იყო.

უნგრეთის თასზე ბუდუ ზივზივაძისფეჰერვარმაც“ სტუმრად ითამაშა და რეგიონული ლიგის „სოპრონი“ 6:2 დაამარცხა. ქართველ თავდამსხმელს არ უთამაშია – მიზეზი კორონავირუსია.