ბერიძემ უნგრეთის თასის მოპოვებაზე ილაპარაკა - ეს ჩემს კარიერაში პირველი ტიტულია #1TVSPORT
ბერიძემ უნგრეთის თასის მოპოვებაზე ილაპარაკა - ეს ჩემს კარიერაში პირველი ტიტულია #1TVSPORT

ბერიძე უნგრეთის თასი გამარჯვებულია – „უიპეშტმაზივზივაძისფეჰერვარი“ დაამარცხა. 

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ბერიძე „უიპეშტთან“ ერთად უნგრეთის თასის მფლობელი გახდა. ფინალში მისმა გუნდმა ბუდუ ზივზივაძისფეჰერვარი“ დამატებულ დროში დაამარცხა 1:0 და უნგრეთის თასის მფლობელი მეთერთმეტედ გახდა.

„ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა თამაშზე საქართველოს პირველ არხთან ილაპარაკა და განაცხადა, რომ მისთვის კარიერაში გამორჩეული დღე იყო.

„ეს ჩემს კარიერაში პირველი ტიტული იყო და ძალიან გამიხარდა. მით უფრო, რომ ფავორიტად „ფეჰერვარი“ მიიჩნეოდა, მაგრამ „უიპეშტმა“ მოახერხა და თასთან ერთად, ევროსაგზური მოიპოვა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ბერიძე.

23 წლის თავდამსხმელმა საკუთარი თამაშიც შეაფასა. ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ გამართულ ფინალურ დაპირისპირებაში ის გუნდში გამორჩეულად აქტიური იყო. ექვსი ყველაზე მწვავე მომენტიდან ოთხი სწორედ ქართველმა განავითარა და საგოლე შეტევაც წამოიწყო. 90-ე წუთზე კი ბერიძეს „ფეჰერვარის“ მცველი, ადრიან რუში ეუხეშა და მეორე ყვითელი ბარათისთვის მოედნიდან გააძევეს.

„რა თქმა უნდა, ფინალში გოლი კარგია. მაგრამ მთავარია არა ის, მე რა გავაკეთე, არამედ ის, რომ „უიპეშტმა“ წარმატებას მიაღწია. არჩევანი რომ ყოფილიყო, ჩემი გოლი თუ თასის მოპოვება, რა თქმა უნდა, ტიტულის აღებას ვამჯობინებდი“, – აცხადებს ბერიძე.

23 წლის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძეზმ აღნიშმა: „კარგი იქნებოდა, მე და ბუდუ ერთ გუნდში რომ ვყოფილიყავით. საწყენია, რომ მისმა გუნდმა წააგო, მაგრამ რას ვიზამთ, ასეა ფეხბურთი. მე მას ყოველთვის წარმატებებს ვუსურვებ“.