ბერიძემ გაიტანა და „უიპეშტი“ თასის ფინალში გაიყვანა - მატჩის გმირს კაპიტანმა ინტერვიუ შეაწყვეტინა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ბერიძემ „უიპეშტის“ ფორმით მორიგი გოლი გაიტანა და გუნდი უნგრეთის თასის ფინალში გაიყვანა.

ქართველის გუნდი „კიშვარდას“ ესტუმრა და შეხვედრა მინიმალური ანგარიშით მოიგო. გიორგი ბერიძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. ის 54-ე წუთზე ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. გიორგიმ დიდ სისწრაფეზე მცველი ჩამოიშორა და საჯარიმოში შეჭრილმა მეკარეს შორეულ კუთხეში ეფექტური გოლი გაუტანა. საბოლოოდ, „უიპეშტმა“ 1:0 მოიგო და თასის ფინალში გავიდა.

უნგრულმა ტელეკომპანია M4Sport-მა სახალისო ვიდეო გამოქვეყნა, სადაც გიორგი ბერიძე მატჩისშემდგომ კომენtარს აკეთებდა, მაგრამ გუნდის კაპიტანმა შეაწყვეტინა და ფეხბურთელებთან დააბრუნა, რომლებიც ფინალში გასვლას ზეიმობდნენ.

„როგორ შეიძლება გოლის ავტორი, რომელმაც გუნდი ფინალში გაიყვანა, ამ დღესასწაულს არ აღნიშნავდეს?! მოვიდა „უიპეშტის“ კაპიტანი და კამერის წინ მდგარი ბერიძე ინტერვიუს დროს წაიყვანა“, – წერია ტელეკომპანია M4Sport-ის გვერდზე.

ამრიგად, „უიპეშტი“ უნგრეთის თასის პირველი ფინალისტია, რომლის ათგზის გამარჯვებულია, ფინალში კი მეთვრამეტედ ითამაშებს. ფინალი 3 მაისს „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება. ხუთშაბათს, მეორე ნახევარფინალისტი MTK-სა და ბუდუ ზივზივაძისჰეფერვარის“ მატჩში გაირკვევა.