ბერიძემ დაბრუნება სეზონის პირველი გოლით აღნიშნა - „უიპეშტმა“ გამარჯვება ბოლო წამზე გაანიავა [ვიდეო] #1TVSPORT
ბერიძემ დაბრუნება სეზონის პირველი გოლით აღნიშნა - „უიპეშტმა“ გამარჯვება ბოლო წამზე გაანიავა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატის ახალ სეზონში თავი პირველად გამოიჩინა – ეს მე-7 ტურის შეხვედრაში მოხდა, სადაც ქართველი თავდამსხმელის გუნდმა „უიპეშტმა“ საშინაო არენაზე „ზალაეგერზეგი“ მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის შემდეგ ახლადმომჯობინებული იყო, ბუდაპეშტის „ფერენც სუსა არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ბერიძე „უიპეშტის“ მთავარმა მწვრთნელმა მიხაელ ენინგმა მაინც ძირითად შემადგენლობაში დააყენა. 25 წლის ქართველმა თავადმსხმელმა გერმანელი მწვრთნელის იმედები მატჩის დასაწყისშივე გაამართლა.

ზოგადად, მატჩი დრამატული გამოდგა. მე-13 წუთზე, გიორგიმ საჯარიმოში ბურთი მიიღო და ზუსტი დარტყმით „ზალაეგერზეგის“ კარი აიღო.

 

ანგარიში მხოლდო 82-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც სტუმართა თავდამსხმელმა მარკ კოსტამ წონასწორობა აღადგინა. მაგრამ 90+2-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ მილოსლავ ბელოშმა აიღო და „უიპეშტი“ გამარჯვებას ზეიმობდა. მაგრამ „ზალაეგერზეგისხორავტმა თავდამსხმელმა იოსიპ სპოლიარიჩმა ზუსტად ერთ წუთში „უიპეშტს“ გაუტანა და სტუმრებს ქულა მოუტანა 2:2.

ბერიძე 1 აგვისტოს, „პუშკაშის აკადემიასთან“ უნგრეთის ჩემპიონატის პირველივე ტურის შეხვედრაში დაშავდა. 24 წლის თავდამსხმელი კუნთის გაწყვეტას გადაურჩა, მხოლოდ კუნთის დაჭიმვა დაუდგინდა, მაგრამ სამკურნალოდ თვე დასჭირდა და „უიპეშტს“ შვეიცარიულ „ბაზელთანევროტურნირზე ვერ დაეხმარა, ხოლო საქართველოს ნაკრებს – სექტემბრის მატჩებში.

უნგრეთის ჩემპიონატის გამართული 6 ტურის შემდეგ ბუდაპეშტელები 3 ქულით ჯერ მხოლოდ მე-11 ადგილზე არიან, გიორგიმ კი სეზონში პირველი გოლი გაიტანა.