ბერიძე სერიოზულ ტრავმას გადაურჩა - ქართველი თავდამსხმელი მოედანს დაუბრუნდა #1TVSPORT
ბერიძე სერიოზულ ტრავმას გადაურჩა - ქართველი თავდამსხმელი მოედანს დაუბრუნდა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის ცნობით, გიორგი ბერიძემ ვარჯიში განაახლა და უახლოეს ტურში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი უნგრული „უიპეშტის“ დახმარებას შეძლებს.

ბერიძე უნგრეთის ჩემპიონატის პირველივე ტურის შეხვედარში, „პუშკაშის აკადემიასთან“ დაშავდა, რომელიც 1 აგვისტოს გაიმართა. 24 წლის თავდამსხმელი მატჩის ბოლო წუთზე – საბოლოოდ, გაირკვა, რომ ბერიძე კუნთის გაწყვეტას გადაურჩა და მხოლოდ კუნთის დაჭიმვა დაუდგინდა.

გიორგის სამკურნალოდ თვე დასჭირდა და გიორგი „უიპეშტს“ შვეიცარიულ „ბაზელთან“ ტრავმის გამო ვეღარ დაეხმარა. საქართველოს პირველი არხის ცნობით, ქართველი შემტევი ბუდაპეშტელებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და სანაკრებო პაუზის შემდეგ „უიპეშტში“ ითამაშებს.

უნგრეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში ბუდაპეშტელები „ფერენც სუსა არენაზე“ „ზალაეგერსეგს“ 13 სექტემბერს მიიღებენ. ბერიძეს გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს და მისი დიდი იმედი აქვთ, რადგან გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ბომბარდირი იყო.